მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი 2,6 მილიარდიანი დახმარების პაკეტი გამოაცხადა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი 2,6 მილიარდიანი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
“დღეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს უკრაინას უსაფრთხოების სფეროში ახალი კრიტიკული დახმარების გამოყოფის შესახებ” – ნათქვამია განცხადებაში.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს როგორც პენტაგონის ფონდებიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების დაქვემდებარებაში მყოფი თანხების გამოყოფას (500 მლნ აშშ დოლარი), ასევე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში (2.1 მლრდ დოლარი).

სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას გადაეცემა Patriot-ისა და HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, 120 მმ და 105 მმ სატანკო საბრძოლო მასალა.

ნორვეგიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ განცხადება ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს სანქციები იმეორებს ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტს, რომლის ევროკავშირმა 2023 წლის 25 თებერვალს დაამტკიცა.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთის მთავრობაზე და მის მხარდამჭერებზე. ამ სანქციებს აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და უზრუნველყოფს, რომ ძირითადმა საშუალებებმა ვერ მიაღწიოს რუსეთის ომის ინდუსტრიას. ნორვეგია დანარჩენ ევროპასთან ერთად დგას და იგი ევროკავშირის სანქციების ყველა პაკეტს შეუერთდა. ჩვენ სოლიდარობას და სრულ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლას თავისუფლების მიმართ,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

სანქცირებულ სექტორებს შრის მოხვდა იმპორტისა და ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სექტორი.

ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, დასანქცირებული პირების სიას დაემატა კიდევ 87 ინდივიდუალური პირი და 34 სუბიექტი. სია ახლა უკვე 1,678 ინდივიდუალური პირისა და სუბიექტისგან შედგება.

ამასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებს ნორვეგიაში ოფიციალურად აეკრძალათ ნებისმიერი მნიშვნელოვან სამთავრობო ინსტიტუტში თანამდებობის დაკავება.

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინაში ჩავიდა, რითაც ხაზი გაუსვა მის მხარდაჭერას ოფიციალური კიევისადმი – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პომპეო პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.

პომპეოს განცხადებით, ის იმუშავებს ვაშინგტონში იმისთვის, რომ ამერიკამ უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები გადასცეს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად.

მისივე თქმით, ამერიკისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ვაშინგტონის საუკეთესო ინტერესშია.

პომპეოს სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შესაბამისად უნდა შეფასდეს, რადგან იგი აღიარებს მხოლოდ “ერთ რამეს და ეს არის ძალა და თანმიმდევრული გადაწყვეტილება”.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ევროპაში მასშტაბური სამხედრო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა.

“უნდა არსებობდეს ისეთი დათქმების ერთობლიობა, რომელიც ნათელს გახდის, რომ ვლადიმერ პუტინი ამგვარ რაღაცას ვეღარ გააკეთებს,” – თქვა პომპეომ სიტყვით გამოსვლისას.

პომპეო კიევში ამერიკელი ბიზნესმენების დელეგაციასთან და რამდენიმე ჰუმანიტარული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. ისინი ეწვივნენ ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალს და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button