მსოფლიოსიახლეები

პენტაგონმა ვაშინგტონის ბაზებზე 1 600 სამხედრო განათავსა

პენტაგონმა შეერთებული შტატების დედაქალაქის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 1,6 ათასი სამხედრო განათავსა იმ არეულობებთან დაკავშირებით, რაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ამის შესახებ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ჯონათან ჰოფმანზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება.

მან განმარტა, რომ რეგულარული ჯარი განთავსდა არა უშუალოდ ვაშინგტონში, არამედ სამხედრო ბაზებზე, რომლებიც ვაშინგტონის რეგიონში მდებარეობს.

სამხედროები მზადყოფნაში არიან და ასე იქნება მანამ, სანამ არ გადავლენ სამოქალაქო ხელისუფლების უშუალო დახმარებაზე.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button