რეგიონი

“ვითომ რომ არ გინდოდათ ერთმანეთის სიკვდილი და სასიკვდილო ომისთვის რატომ ემზადებით?”-ეპისკოპოსი იაკობი

“ვითომ რომ არ გინდოდათ ერთმანეთის სიკვდილი და სასიკვდილო ომისთვის რატომ ემზადებით?” – ყველაზე ოდიოზური ეპისკოპოსი, იაკობი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დღევანდელ ქადაგებაში, მოსალოდნელ ომსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ილაპარაკა.

” შეიძლება საშინელი ომი დაიწყოს. ფარისევლებივით ვცხოვრობთ, ვითომ ვუფრთხილდებით ერთმანეთს და სინამდვილეში ვწირავთ. მე რომ სხვის ოჯახში შევიდე და ჭკუის სწავლება დავიწყო, ასევე რომელ ქვეყანას აქვს უფლება ჭკუის სწავლება დამიწყოს. ქვეყნები ვართ და ისე ვცხოვრობთ, როგორც გვსურს. ჩემზე ძლიერი თუ ხარ, რატომ უნდა დაგიჯერო? ვითომ ერთმანეთის გადარჩენა გვინდა და სინამდვილეში შეიძლება მეზობელი ერი გაწირო, რაც იყო ჩვენთან 2008-ში, დღემდე გვტკივა” – თქვა მეუფემ.

სასულიერო პირმა ეკლესიის მსახურებს და მთლიანად საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.

” ვნახეთ, რომ მამები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მრევლი დაუპირისპირდა ეპისკოპოსს, სულელი უნდა იყოს ეპისკოპოსი, რომ ბერ-მონაზვნები არ უნდოდეს. ეგენი არიან ეკლესიის საყრდენი ისე არ უნდა იყოს რომ ხელისუფლებაშია, მდიდარია და იმასთან კი არ უნდა იყო, ყველა ადამიანის სულზე უნდა ვიზრუნოთ.
პრინციპების გამო, რომ ვკვდებოდე. რამდენიმე სასულიერო და რამდენიმე ერისკაცია, რომ გინდ სიკვდილის პირას ვიყო , დღეს ასე ვფიქრობ, წყალი რომ გადამარჩენდეს იმათგან ერთი წვეთი, მომიტანონ და უნდა დამალევინონ, მიმღები არ ვარ. არის პრინციპები თუ ქრისტესი ხარ, არ განვიკითხავ მათ მაგრამ არის რაღაცა ჩემთვისაც მიუღებელია მიუხედავად იმისა, რომ იმათზე ცუდად ვთვლი თავს მე, ჩემს თავს წინ არ ვაყენებ ცოდვილად მიმაჩნია თავი, არის რაღაცა რასაც არ შევეგუები.

არის ჩვენში მცირერიცხოვანი ადამიანების ჯგუფი, არის გარეთ სირბილი და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობა. რომ გვიხარია, რომელ დასავლეთზე და რომელ რუსეთზე მელაპარაკებით, საქართველოში იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც საქართველოს სჭირდება. ვინმეს ფიანდაზად კი არ უნდა გაეგო, შენი უნდა გაიტანო, როგორც სხვა ქვეყნებს გააქვთ. ჩვენ მეორედ მოსვლამდეც ვიქნებით დ საქართველო გადარჩება”- იქადაგა მეუფემ.

მღვდელმთავარი ხმაურიანი და ღია განცხადებებით გამოირჩევა. მისი პოზიცია, ხშირად, საპატრიარქოს პოზიციად განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button