პერუში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა [Photo/Video]
პერუში მეწყრის ჩამოწოლისა და წყალდიდობის გამო, რომელიც თავსხმა წვიმამ გამოიწვია, 5 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება ადგილობრივი მასმედია.
5 ათასზე მეტი ადამიანი იძულებეული შეიქნა, რათა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
ოფიციალური მონაცემებით, 4 ადამიანი მაღაროში დაიღუპა, რომელიც ქვა-ღორღით ჩაიხრგა. კიდევ ერთი ადამიანი ადიდებულ მდინარეში დაიხრჩო. სტიქიის შედეგად, გასული წლის ნოემბრიდან ქვეყანაში 11 ადამიანი დაიღუპა.
პერუში წყალდიდობის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია. ხელისუფლების მონაცემებით, გადაუღებელმა წვიმამ 200 კილომეტრი გზა ჩამორეცხა. კვირის ბოლოს სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს.
ადგილობრივი მეტეოროლოგები წყალდიდობას კლიმატურ ფენომენს – ელ-ნინოს უკავშირებენ.
ელ-ნინიო (ესპ. El Niño — ბავშვი, ბიჭუნა) — ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა. იგი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში თბილ სეზონურ ზედაპირულ დინებას წარმოადგენს, რომელიც სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ ჩნდება. ჩვეულებრივ, დეკემბერში ისახება, საშობაო დღესასწაულებს ემთხვევა, საიდანაც სახელწოდება — „ელ-ნინიო“ მოდის, რაც თარგმანში „ბავშვს“ ნიშნავს და ჩვილ იესო ქრისტეს უკავშირდება.
ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც კლიმატზე შესამჩნევ გავლენას ახდენს. ამ მოვლენის დროს წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება — 1°C-იდან 5°C-მდე.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30570″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]