პესკოვი Abrams-ის ტანკების დაწვას ვარაუდობს

უკრაინისთვის მიწოდებული Abrams-ის ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია.
„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არცერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს. არ არსებობს ასეთი იარაღი”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, Abrams-ის ტანკებიც ისევე დაიწვება, როგორც სხვა ქვეყანაში წარმოებული ტანკები.
„Abrams-ის ტანკები სერიოზული იარაღია. მაგრამ გაიხსენეთ რა თქვა პრეზიდენტმა სხვა ქვეყანაში წარმოებულ ტანკებზე. ეს ტანკებიც ისე დაიწვებიან, როგორც სხვები”, – დასძინა მან.
უკრაინა არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს, რომელიც აშშ-მა, შესაძლოა, მალე გადასცეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რაკეტების გამოყენების შესახებ უკრაინას პარტნიორებთან შეთანხმება აქვს.
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ATACMS-ი გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინა ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს.
“ჩვენ არ გამოვიყენებთ ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმება გვაქვს. ATACMS-ის რაკეტები უკრაინის ტერიტორიის დასაცავად იქნება გამოყენებული”, – ამბობს დანილოვი.
„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოვდება საჯარო განცხადებას რაკეტების გადაცემის შესახებ, მაგრამ ამერიკელები უკრაინას გადასცემენ კასეტურ მოდიფიკაციას და არა – ძლიერ ფეთქებად ქობინს. ATACMS-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია.
აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ თეთრ სახლს, სავარაუდოდ, გადაწყვეტილი აქვს უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების შეზღუდული რაოდენობით გადაცემა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ Abrams-ის ტანკების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია.