მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პესკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის მაზად არის და ,,ზუსტ ვადებს,, ითხოვს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის დადგენილი რაიმე ზუსტი ვადები– ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის ინტერვიუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, დაუსახა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა რუს დიპლომატებს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით რამე კონკრეტული ამოცანები ან ვადები.

„არ, მკაფიო ვადები არა, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ნაბიჯებისთვის, ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებით ყველა ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და სურს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გალუზინს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რაზეც რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ამისთვის.

„მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად არის, წავიდეს. ჩვენთვის აქ შეზღუდვები არ არის“, – თქვა გალუზინმა.

მან ასევე წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ აკავშირებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოზიციასთან.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა გალუზინმა.
ცნობისთის, მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა “ქართული ოცნების” პოლიტიკით კმაყოფილება გამოთქვა, ახსენა ბიძინა ივანიშვილის განცხადება “ბოდიშის მოხდაზე” და იმედი გამოთქვა, რომ ეს “დადებითი სიგნალები კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება”. გალუზინის თქმით, “საქართველოს ხელმძღვანელობამ გონივრული განცხადებები გააკეთა ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე; მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან”.

მსგავსი პოსტები

Back to top button