მარნეულის ამომრჩეველს მესამედ უწევს არჩევანის დაფიქსირება

საკუთარი არჩევანის ბიულეტენზე დაფიქსირება უკვე მესამედ უწევს მარნეულის ამომრჩეველს.
ადგილზე 22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის შედეგებითაც მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
სწორედ დღევანდელი მეორე ტურით უნდა გაირკვეს, ვინ დაიკავებს ადგილს საკანონმდებლო ორგანოში.
არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.