მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პესკოვის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკა განადგურდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 17 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასთან საუბარში ძველი ტექნიკის უტილიზაციის მცდელობად შეაფასა ნატო-ს წევრების სლოვაკეთისა და პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების МиГ-29-ების გადაცემის შესახებ.

„ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს ქვეყნები ამგავრად დაკავებული არიან ძველი, გამოუსადეგარი ტექნიკის უტილიზაციით“,- განაცხადა პესკოვმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად.

მისი თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემა პოლინეთისა და სლოვაკეთის მიერ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
პერკოვის მტკიცებით, დაპირებული თვითმფრინავები ნატოს წევრების “კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის დონის ამაღლების კიდევ ერთი მაგალითია”. პესკოვის მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ყველა მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდება.

“სპეცოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება. როგორც ჩანს, ყველა ეს ქვეყანა ამგვარად არის დაკავებული ძველი არასაჭირო აღჭურვილობის განკარგვით”, – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა თქვა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება მეტი პრობლემები შეუქმნას კიევს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ვარშავა კიევს 4 ერთეულ МиГ-29-ს მიაწვდის. სლოვაკეთის მთავრობამ კი თავის მხრივ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 13 МиГ-29-ს გადაცემას.

ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს.

ცნობარ World Air Forces 2022-ის თანახმად, რუსეთთან ომამდე უკრაინას ჰყავდა 51 ასეთი თვითმფრინავი, მათ შორის სასწავლო-საბრძოლო დანიშნულების. Military Balanc-ის მიხედვით კი უკრაინის შეიარაღებაში იყო 37 ერთეული МиГ-29

დადასტურებულია ბრძოლებში 18 ერთეული МиГ-29-ის განადგურების ფაქტი, ვინაიდან მათი ფრაგმენტები ფოტოებსა და ვიდეოებშიც მოხვდა. მაგრამ ფაქტობრივი დანაკარგები, დაზიანებული ან განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავების გათვალისწინებით, შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button