მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პესკოვმა დაადასტურა, რომ კრასიკოვი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია

კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია. ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე ისაუბრა. კასიკოვი იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ცენტრალური ფიგურა.

“კრასიკოვი არის FSB-ის თანამშრომელი, ის “ალფაში” (ქვედანაყოფი) მსახურობდა პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე ამჟამინდელ თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მას გუშინ აეროპორტში დახვდნენ”, – თქვა პესკოვმა.

კრასიკოვს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯლი ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.

თავად პუტინი კრასიკოვს თავის მეგობრად თვლის, წერს The New York Times (NYT) ჯეიმს რუბინზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალური წარმომადგენელსა და კოორდინატორზე დაყრდნობით.
თურქეთში, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა. გაცვლის პროცესში სულ 26 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი. კრასიკოვს რუსეთში ჩასვლისას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დახვდა.

ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. მეორე დღეს დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი.
ცნობისთვის, კრასიკოვს გერმანიაში 2021 წლის ბოლოს უვადო პატიმრობა მიესაჯა 2019 წელს ჩეჩნური წარმომავლობის ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. გერმანიის სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო, რომ კრასიკოვმა მკვლელობა რუსული სახელმწიფო ორგანოების დავალებით ჩაიდინა.

შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულთა შორისაა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი.

გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა.

“ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თავის ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია”, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.

ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ ის გაცვლას დათანხმდებოდა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის არავის არაფერი არ უკითხავს.

“უბრალოდ რომ ეკითხათ ჩემთვის ან ჩვენთვის, დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, გავიგებდი, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება”, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა „ტერორიზმის” ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია.

2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button