მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პესკოვს რუსეთის ფედერაციის უკანონოდ ჩამორთმეული აქტივები მიუღებლად მიაჩნია

რუსეთის ფედერაციის უკანონოდ ჩამორთმეული აქტივების თემა მუდმივად დგას დღის წესრიგში ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, მაგრამ ეს მიუღებელი და პოტენციურად საშიშია გლობალური ფინანსური სისტემისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თემა რუსეთისთვის მიუღებელია.

დასავლეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების კიევის დასახმარებლად გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯებს არ შეიძლება შედეგები არ მოჰყვეს.

„როგორც მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, თუ ვინმეს რამე ჩამოართმევენ, მაშინ ვნახავთ, რისი ჩამორთმევა შეგვიძლია საპასუხოდ. ეს ის ნაბიჯებია, რომლებსაც არ შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მათ, ვინც ცდილობს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების სქემა განახორციელოს, უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთი მოსვენებას არასდროს მისცემს.

„ვინც ამის ინიცირებას ცდილობს და ვინც ამას განახორციელებს, უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთის ფედერაცია არასოდეს მისცემს მოსვენებას მათ, ვინც ეს ჩაიდინა და მუდმივად გამოიყენებს სასამართლო უფლებას, საერთაშორისო, ეროვნული და სხვა. ამას, რა თქმა უნდა – და ეს ევროპელებსაც და ამერიკელებსაც ძალიან კარგად ესმით – ექნება იურიდიულ შედეგებს მათთვის, ვინც ეს წამოიწყო და განახორციელა”, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განიხილავენ, თუ რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისათვის, რომ 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები, რომელიც ამჟამად დასავლეთის ქვეყნებშია გაყინული, უკრაინას სამხედრო დახმარებაზე მიმართონ.

გარდა ამისა უნგრეთი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება არ უნდა მიეცეს. განცხადებას პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ავრცელებს.

“დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მიცემა ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება”, – ამბობს ვიქტორ ორბანი.

ის სთავაზობს ევროკავშირს, უნგრეთის თანხმობის გარეშე უკრაინას დაფინანსება მისცენ არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ ერთობლივი სესხის სახით.

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხი უკრაინის დაფინანსების საკითხს დაუკავშირდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button