მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პეტრო პოროშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პოროშენკო 3 ოქტომბრიდან კორონავირუსით გამოწვეული ორმხრივი პნევმონიის გამო საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე მარინა პოროშენკო ავრცელებს.

„მისი მდგომარეობა გაუარესებულია. მას ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს და კომპლექსურად მკურნალობს. სამწუხაროდ, გაუუარესდა სისხლის მდგომარეობა, რომელიც ძალიან შედედდა და ექიმებსაც კი არ შეუძლიათ მისთვის სისხლის აღება ანალიზის ჩასატარებლად, რათა გააკონტროლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმდინარეობა“, – განაცხადა მარინა პოროშენკომ.

მათი ქალიშვილის მდგომარეობა, რომელიც ასევე კორონავირუსით არის დაინფიცირებული, შედარებით უკეთესია.

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი 29 სექტემბერს დაუდგინდა. მისი ჰოსპიტალიზაცია 3 ოქტომბერს განხორციელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button