მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება-თამარ გაბუნია

COVID-19-ის ვაქცინაციის რეგისტარაციისთვის საიტი ტექნიკურად გაიმართა და Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისრტის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება და განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დაზუსტებით გვეცოდინება, როდის იქნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ თავიდან არ შექიმნას შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ზუსტად გითხრათ როდის გაიხსნება. ვაქცინის მოწოდება გრძელდება და ჩვენ ველოდებით დიდი რაოდენობით მოწოდებას მოკლე ხანში.

საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმის, რომ საიტი სრულად იქნება გამართული და აღარ იქნება იქნება შეფერხებები აქვს მაღალი,”- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემდგომში “ფაიზერით” ვაქცინაციაზე  სატელეფონო რეგისტრაციაც დაემატება:

“დღეს სატელეფონო რეგისტრაცია “სინოვაკზე” და “სინოფარმზე” არის დამატებული, “ფაიზერზე”არა, რადგან დოზები იყო შეზღუდული. როცა დიდი დოზები იქნება, აქაც დაემატება,” – განაცხადა გაბუნიამ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button