სპორტი
ფაბრიციო მიკოლის რომის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რომის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი,რომლის თანახმადაც იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს ფაბრიციო მიკოლის მაფიოზური მეთოდების გამოყენებით გამოძალვისთვის 3 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების მიხედვით,დაახლოებით 10 წლის წინ მიკოლი ერთერთი ღამის კლუბის მფლობელისგან 12 ათასი ევროს მიღებას ცდილობდა.
მიკოლი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და ამბობს,რომ გულუბრყვილობით დაემართა და მაფია სძულს.
ფაბრიციო მიკოლიმ პროფესიონალური კარიერა 2015 წელს დაასრულა.
ის ძირითადად გამოდიოდა სერია A-ს კლუბებში: იუვენტუსში,ფიორენტინაში,ლეჩესა და პალერმოში.
იტალიის ნაკრების მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.