მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ფაიზერის ვაქცინა კახეთშიც შევიდა
კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფაიზერი კახეთშიც შევიდა. რამდენიმე ასეული დოზა ვაქცინა, თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ცოტა ხნის წინ გადაეცა.
სპეციალისტების განმარტებით, ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრებში, ვაქცინის შენახვის ყველა პირობაა შექმნილი.
ფაიზერით აცრა, ამ ეტაპზე მხოლოდ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში იქნება შესაძლებელი.
ვაქცინაცია კახეთის რეგიონში, ამ დრომდე, სინოფარმით, სინოვაკითა და ასტრაზენეკათი იყო შესაძლებელი.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში, 15 ათასამდე აცრაა ჩატარებული.