მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ფაიზერის”ვაქცინაზე ადგილები დაემატება-თამარ გაბუნია

„ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაცია გაგრძელდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, Pფიზერ-ის ვაქცინაზე სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, თუმცა 4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, რადგან მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო.

„147 000 -მდე პირი დარეგისტრირდა სულ, 4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქედან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდა აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები. ასე რომ, 5000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა. ბუნებრივია ეს ადგილები დაემატება პორტალს. უახლოეს დღეებში ადგილები დაემატება, კლინიკები არიან მზად იმისთვის, რომ 8 – საათიანი რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზება იმისთვის, რომ ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად მოკლე ხანში იქნეს ათვისებული. უხლოეს პერიოდში ადგილების დამატებას გამოვაცხადებთ, დღესაც და ხვალ გამოვაცხადებთ და შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირება. ასევე სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება, კვირის ბოლოსკენ შესაძლებელი იქნება ვირტუალური კაბინეტით ამცრელ კლინიკებში რეგისტრაცია”, – თქვა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, იგეგმება ვაქცინისთვის ადგილების დამატება.

„დავაანონსებთ დამატებით ადგილებს, მათ შორის 4700 ადგილი, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია არ დადასტურდა ზოგად შემთხვევებში“ , – თქვა გაბუნიამ.

აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოში 24 ივლისს, გამთენიისას ჩამოვიდა

მსგავსი პოსტები

Back to top button