მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ფაიზერით” ვაქცინაციაში კახეთში კიდევ 4 მუნიციპალიტეტი ერთვება

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ფაიზერით ვაქცინაციაში, ხვალიდან კახეთის კიდევ ოთხი მუნიციპალიტეტი ჩაერთვება.

ყვარლის, საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რამდენიმე ასეულ დოზა ვაქცინას, დღეს მიიღებენ.

დღეიდან, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, თელავის მუნიციპალიტეტში.

თელავში, ვაქცინაციის განხორციელებაში, რეფერალური ჰოსპიტალის გარდა, ყამბარაშვილის კლინიკაც ჩაერთო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავში არსებული დოზები ათვისებულია.

” თელავის გარდა, კიდევ ოთხ მუნიციპლიტეტში შევა ფაიზერი. თელავის დოზები ათვისებულია და ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო. ველოდებით აქტიურობას სხვა მუნიციპლიტეტებშიც”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის განხორციელებაში, ორი სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.
ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ფაიზერით აცრა, კახეთში პირველად დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button