მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა აიკრძალოს

წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა, აიკრძალოს.

ამ ინიციატივით პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი გია ჟორჟოლიანი გამოდის. როგორც გია ჟორჟოლიანი აცხადებს, არჩევნების შედეგები ხშირად არის დამოკიდებული ფინანსებზე, რაც ყველა პარტიას თანაბარ გარემოში არ აყენებს.

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა არასწორია და სამთავრობო ძალის უპირატესობაზე იქნება მიმართული.

“ჩვენ გვაქვს გარემო, სადაც გვყავს მილიარდერი და გვყავს სახლემწიფო ადმინისტრაციული აპარატი, რომელიც ფულს ხარჯავს წინაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” ე.წ. საქმეების წარმოჩინებაზე. ამიტომ ახლა საუბარი, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” ექნება უპირატესობა”. – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მოისმინეთ სერგი კაპანაძის ხმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს უფასო სარეკლამო დროით. აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოყოფს ყოველდღიურად 5 საათს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. შედეგად კი, ფასიანი რეკლამის შესაძლებლობა პარტიებს აღარ ექნებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button