სპორტი
ფავორიტმა გორის „დილამ“ „ტორპედოსთან“ ფრე ითამაშა

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ბოლო შეხვედრა გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართა.
შეეხვედრა საინტერესო გამოდგა, გორელები ფავორიტები იყვენ, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა თითო – თითო გოლი გაუშვეს საკუთარ კარებში და ამავე ანგარიშით, 1:1 დაზავდნენ.
გორელები 11 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. ქუთაისელები კი 3 ქულით მერვე ადგილზე არიან.