სპორტი

ფეხბურთის ევროპულმა გრანდებმა სუპერლიგა დააარსეს… ფიფა და უეფა სანქციებს ამზადებებენ

12-მა ევროპულმა ტოპ-კლუბმა, სუპერლიგის შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება ჩემპიონთა ლიგის რეფორმის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, გააკეთეს.

რევოლუციის დაწყება ფეხბურთში, ყველაზე მდიდარმა და გავლენიანმა კლუბებმა დააანონსეს.

საკუთარი ტურნირი ეყოლება 12 დამფუძნებელ გუნდს. ესენია: მილანი, არსენალი,ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ-სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი და ტოტენჰემი. ამას დაემატება კიდევ 3 კლუბი. სულ, ახალ ტურნირში მონაწილეობას 20 კლუბი მიიღებს.დანარჩენი 5 კლუბი მონიტორინგის შედეგად, წინა სეზონში მიღწეული შედეგების მიხედვით აირჩევა.

ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტად მადრიდის რეალის მეთაური, ფლორენტინო პერესი აირჩიეს. ვიცე-პრეზიდენტები ი ქნებიან: იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და მანჩესტერ-იუნაიტედის ხელმძღვანელი ჯოელ გლეიზერი.

“უკვე რამდენიმე წელია, დამფუძნებელმა კლუბებმა დაისახეს მიზანი, რომ გააუმჯობესონ ევროპული შეჯიბრებების ხარისხი და ინტენსივობა, შექმნან ფორმატი, რომელიც ტოპკლუბებსა და მათ ფეხბურთელებს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს რეგულარულად გაეჯიბრონ”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სუპერლიგის შექმნის დაჩქარება კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპულ ფეხბურთში შექმნილმა არასტაბილურმა ეკონომიკურმა მდგომარეობამაც გამოიწვია. მამაკაცთა შეჯიბრის დაწყების შემდეგ, შეიქმნება ქალთა შესაბამისი ლიგაც, რომელიც ხელს, ქალთა ფეხბურთის განვითარებასა და პროგრესს.შეუწყობს

აღსანიშნავია, რომ უეფა, სუპერლიგის ტურნირის ამოქმედებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. და ამის გამო ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 12-ვ კლუბს სანქციებით დაემუქრა, – მათ შორის, ევროთასებიდან, შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთით და მათი ფეხბურთელების სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის აკრძალვით.

უეფას მხარს უჭერს ფიფა, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციები, პრემიერლიგა, ლა ლიგა და სერია A.

მიუხედავად ამისა, სუპერლიგის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები ფიფასთან და უეფასთან თანამშრომლობას და მოლაპარაკებას გეგმავენ.

სუპერლიგის წინააღმდეგ ოფიციალური განცხადება ევროპული კლუბების ასოციაციამაც (ECA) გაავრცელა, რომლის პრეზიდენტი ანდრეა ანიელია, თუმცა ის საგანგებო ხდომაზე არ იმყოფებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იტალიელი ამ პოსტს დატოვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button