ფეხმძიმე მეუღლე ახალგაზრდა კაცმა შვილის თვალწინ მოკლა
ვარკეთილში მკვლელობით დასრულდა ოჯახური კონფლიქტი.
22 წლის ფეხმძიმე ქალი მეუღლემ სამზარეულოს დანით მოკლა. დანაშაული ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გოგა გზირიშვილმა მეუღლე ქეთა კეპულაძეს 5 სასიკვდილო ჭრილობა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა.
რა გახდა საბედისწერო კონფლიქტის მიზეზი ახლობლები ვერ აკონკრეტებენ. ერთ-ერთ ვერსიად მძიმე ფინანსური პრობლემები სახელდება.
გზირიშვილი პოლიციას ადგილზე ჩაბარდა.
ტრაგედიის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ -კრიმინალისტები.
პოლიცია ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გზირიშვილის ნაქირავები ბინიდან ხმაური და ქალის განწირული კივილის ხმა გაიგეს. ადგილზე სამართალდამცველებს ფეხმძიმე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
22 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება