მნიშვნელოვანირეგიონი

მეხორბლეები ჩავარდნილ მოსავალს აპროტესტებენ და რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვენ

ამერიკაში ხომ არ ვიძახი ჩარტერული რეისით წაყვანას, ჩემი შვილი რომ სკოლაში გავუშვა, ამაზე. ვლაპარაკობ”-დედოფლისწყაროში ფერმერები ხორბლის ჩავარდნილ რეალიზაციაზე ხელახლა ალაპარაკდნენ.

მეხორბლეების ნაწილი დღეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეუსრულებელ დაპირებაში დაადანაშაულეს და რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ფერმერები ამბობენ, რომ უმრავლესობა უკვე მესამე წელია, მოყვანილ მოსავალს ვეღარ ყიდის.

” მალე ყურძენსაც რუსეთიდან შემოიტანენ,რადგან საფერავის ფასი უკვე დააგდეს. წალეკა რუსულმა პროდუქციამ ბაზარი. მესამე წელია ხორბალი მარტო საწყობში შემაქვს და ვერ ვყიდი. ყოველწლიურად მოსავლის მოყვანა უფრო ძვირი ჯდება. დაგვპირდნენ წისქვილები ჩაიბარებენ 70 თეთრადო და ვიღაც იბარებს 40 თეთრად. 80 თეთრი მიჯდება და ნახევარ ფასად უნდა გავყიდო? აბა თვითონ გაინახევრონ ხელფასები, ჩვენი ფულით გამდიდრებულებმა და ვიცხოვროთ ერთნაირად. ბანკის გადახდას ვერ ავუდივართ, ოჯახს რჩენა არ უნდა? ამერიკაში ხომ არ ვიძახი წაყვანას, ჩარტერული რეისით, ნორმალურად სკოლაში ხომ უნდა გავუშვათ შვილები და მოსავალი ხომ უნდა მოვიყვანოთ”-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბესო ქავთარაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკუთხის გადაჭრის პირობა, ჯერ კიდევ ზაფხულში დადო, როცა ფერმერებმა მეორე საპროტესტო აქცია ჩაატარეს და ხორბალი სოფელ ჩალაუბნის გამშვებ პუნქთან დაყარეს.

ოფიციალური სტრუქტურებიდან, აქციის მონაწილეებს ჯერ არვინ გამოხმაურებია

მსგავსი პოსტები

Back to top button