ფერმერები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ
უახლოეს კვირებში ცნობილი გახდება მთავრობის ინიციატივის დეტალები, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც მიწას ამუშავებენ.
ხელისუფლების დამოკიდებულება ასეთია – ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება იგივე პირობებში იყოს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც მიწას უვლის.
ამ თემაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინიციატივა უახლოეს თვენახევარ–ორ თვეში გახდება ცნობილი და ამ საკითხის ირგვლივ ფართო მსჯელობა დაიწყება.
ამასთან, მინისტრი აზუსტებს, რომ საუბარი არ არის ჯარიმების დაწესებაზე იმ პირთათვის, ვინც მის საკუთრებაში არსებულ მიწას არ ამუშავებს.