მნიშვნელოვანირეგიონი

ფერმერებს მიწის დასამუშავებლად სუბსიდიას მისცემენ

ფერმერებს მიწის დასამუშავებლად სუბსიდიას მისცემენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომლის ფარგლებშიც ფერმერები მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად, სუბსიდიას მიიღებენ.

პროგრამა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებსა და თანამესაკუთრეებს შეეხებათ.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, თითოეულ ბენეფიციარს დახმარება სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხება.

„სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით, ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე მიწის მესაკუთრეები და თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს ეს დახმარება დაერიცხება სპეციალურ აგრო-ბარათზე ქულების სახით. მისი გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ იმ საქონლის საყიდლად, რაც სასოფლო-სამეურნეო

საქმიანობისთვის არის საჭირო”-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პროგრამის ბიუჯეტი, 35 მილიონი ლარია და დახმარებით, დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს.
სუბსიდიის პროგრამის განხორციელების ვადები, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button