ფიჯის დელეგაცია ჩინეთს ეწვია [Photo]
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინი, ფიჯის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ჟოზაია ვორექე ბაინიმარამას შეხვდა.
სი ცზინპინმა განაცხადა, რომ ფიჯი, წყნარი ოკეანის პირველი კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მას შემდეგ, 40 წელი გავიდა და ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება.
თავის მხრივ, ბაინიმარამმა აღნიშნა, რომ ფიჯის ჩინეთი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად მიაჩნია და ამ ფაქტს, დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების 40 წლისთავი ამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ ფიჯის დელეგატების უჩვეულო სამოსი მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ფიჯის სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულებზე, წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ქვეყნის საერთო ფართობია 18, 274 კვ.კმ, მოსახლეობა კი, 2010 წლის მონაცემებით, 957 780 ადამიანს შეადგენს. ფიჯი 1970 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ის ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის და გაერო-ს წევრია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13142″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]