კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პანკისში გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულს 5 წლამდე პატიმრობა შეეფარდა

პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმას, თელავის რაიონულმა სასამართლომ 4,5 – წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ 35 წლის მუთოშვილი დამნაშავედ იარაღის უკანონო შეძენა- შენახვაში ცნო, ხოლო მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში გაამართლა. სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატი და ოჯახის წევრები არ დაეთანხმნენ.

მსჯავრდებულის ადვოკატის,,ბადურ გულიაშვილის განმარტებით, განაჩენი სწორი არ არის და მტკიცებულებები, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, ფალსიფიცირებული იყო.

” საქმეში არსებობდა ფალსიფიცირებული მტკიცებულებები , ამიტომ დღევანდელი განაჩენი უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში კანონის ვადების შესაბამისად გავასაჩივრებთ”- განაცხადა გულიაშვილმა.
შმაგი მუთოშვილს გამოძიება, ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო ტარებას ედავებოდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით შმაგი მუთოშვილმა, 2020 წლის 29 ივლისს, ღამის საათებში სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

შმაგი მუთოშვილი, 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსთან გვარებს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა, ხოლო მურად ქავთარაშვილი, დაპირისპირების ორგანიზატორად მოიაზრებოდა.

წაიკითხეთ ასევე

შმაგი მუთოშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გვარების ომი – პანკისელების აქცია შმაგი მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

გვარების ომი – “ამ დაკავების შემდეგ შერიგება გამორიცხულია”

პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს

სისხლის აღების წესი და დაპირისპირება პანკისში

პანკისში დაპირისპირებული გვარების საქმეზე განაჩენი ცნობილია

გვარების ომი პანკისში

მსგავსი პოსტები

Back to top button