მნიშვნელოვანისიახლეები
ფილარმონიასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

კინოთეატრ „ამირანთან“, კლუბ „დეჟავუში“ მოხდა აფეთქება. როგორც აფეთქების ადგილთან ახლოს მყოფი გამვლელები ამბობენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ შენობებში მინები ჩაამსხვრია. ასევე დაზიანებულია ტერიტორიის სიახლოვეში გაჩერებული ავტომობილებიც.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მუშებს, რომლებიც სამუშაოებს აწარმოებდნენ, აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი, გარდაიცვალა ერთი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.