ფილიპინის კუნძულების სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა [Video]
ბორანი “MB Nirvana”, რომლის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა, ფილიპინის კუნძულების პორტ „ორმოკთან“ გადაბრუნდა.
უკანასკნელი მონაცემებით, 34 ადამიანი დაიღუპა, 70 დაიკარგა, – გადმოგვცემს ადგილობრივი სააგაენტო „GMA News“.
მყვინთავებმა 60-მდე მგზავრი უკვე გადაარჩინეს. სამაშველო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
ფილიპინის კუნძულების სახმელეთო დაცვის ინფორმაციით, ბორანი კუნძულ „კამოტესისკენ“ მიემართებოდა, მაგრამ იგი ძლიერმა შტორმმა გადაატრიალა.