![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/afrika.jpg)
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 2,3 მილიონს გადააჭარბა, ზოგიერთი ქვეყანა კი, სამედიცინო აღჭურვილობის მწვავე დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს.
„ხსნის საერთაშორისო კომიტეტის“ (International Rescue Commitee, IRC) მონაცემების თანახმად, სამხრეთ სუდანში, სადაც 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ფილტვების ვენტილაციის მხოლოდ 4 აპარატი და ინტენსიური თერაპიის 24 საწოლია.
ბურკინა-ფასოს ფილტვების ვენტილაციის 11 აპარატი, სიერა-ლეონეს – 13, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას კი, მხოლოდ 3 აპარატი აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, აფრიკის 41 ქვეყანას, ჯამში, ფილტვების ვენტილაციის 2000-ზე ნაკლები აპარატი აქვს.
რაც შეეხება ინტენსიური თერაპიის საწოლებს, 43 ქვეყანაში მათი ჯამური რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია. სტატისტიკურად, ყოველ მილიონ ადამიანზე 5 საწოლი მოდის, მაშინ, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი 4000-ს შეადგენს.