მნიშვნელოვანისიახლეები

ფინანსთა მინისტრი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს

ქვეყანას დამატებით 4-5 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ მისი საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულზე ჩამოვიდეს.

პარლამენტში ფინანსთა მინისტრი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. მომავალ წლის ბიუჯეტი 19 მილიარდ 171 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

ლაშა ხუციშვილმა იმ მიმართულებებისთვის თანხების გამოყოფაზე ისაუბრა, რომელიც საფინანსო დოკუმენტია გაწერილი. როგორც ის ამბობს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი დაახლოებთ 332 მილიონი ლარით არის გაზრდილი და შესაბამისად მომატებულია კონკრეტული სამინისტროების დაფინანსება.

ფინანსთა მინისტრის, განცხადებით, ქვეყანას დამატებით 4-5 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ მისი საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულზე ჩამოვიდეს.

ამის შესახებ მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ.
მინისტრის განმარტებით, იგეგმება, რომ საგარეო ვალი 50%-იან ნიშნულს 2024 წლისთვის ჩამოსცდეს.

2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი – მშპ-ს 9.1% დაიხარჯება

მისი თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტზე მაღალი იყო.

ჯამში, 2022 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი, მათ შორის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 187 მილიონი ლარი, საიდანაც 506 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ;

300 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;

130 მილიონი ლარია გათვალისწინებული ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საპილოტე რეგიონებში დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად;

240 მლნ ლარის პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში;

ერთ მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტების შემოსავლების ფარგლებში;

საგზაო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია მილიარდ 853 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე მიიმართება მილიარდ 187 მილიონი ლარი;

წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 415 მილიონი ლარი;

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 305 მილიონი ლარი;

მთის კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილია 270 მლნ ლარი;

ენერგოინფრასტრუქტურაზე, ჯამში, მიიმართება 150 მილიონი ლარი, მათ შორის, 70 მილიონი ლარი გათვალისწინებულია გაზიფიცირების სამუშაოებისათვის.

ასევე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს ოთხ მილიარდ 553 მილიონ ლარს.

მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან ორი მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:

• 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი;

• 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება;

მინისტრის თქმით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს:

• მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით;

• ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე;

• მიმდინარე წლის ივლისიდან გაორმაგებული, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების სრული წლის განმავლობაში დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 75 მილიონი ლარი;

ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 52 მილიონ ლარს;

მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი;

საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 260 მილიონი ლარი. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, ამ მიმართულებით დამატებით გამოიყო 10 მილიონი ლარი;

მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებას, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გამოყოფილია ორი მილიარდ 121 მილიონი ლარი, საიდანაც:

• მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით;

• ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 390 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

o საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით;

o საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა;

o სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით;

o სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა – 190,8 მლნ ლარი, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, ამ მიმართულებით გამოიყო დამატებით 30 მილიონი ლარი;

• პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი;

• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს.

ბატონო მინისტრო, თუ იცით, რა არის ნომერ პირველი პრობლემა დღეს საქართველოში ? თქვენი ბიუჯეტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უბრალოდ აიღეთ ეს ფული და გადაანაწილეთ ისევ სხვადასხვა სამინისტროებს შორის,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ვაშაძემ მინისტრს ჰკითხა, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება არსებული ბიუჯეტით და საშუალოდ რა ანაზღაურებით, რათა განისაზღვროს რამდენად ეფექტურად ახდენს სამინისტრო ბიუჯეტში კონცენტრირებული ფინანსური სახსრების გადანაწილებას.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ „შემოჭერილ ქამრებს“? ქვეყანასა და ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან და ბიუროკრატიასა და მთავრობას „ქამრების შემოჭერის“ არაფერი ეტყობა, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელიც დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.
მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი არასაკმარისადაა გაზრდილი.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button