მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ლაგოდეხელ 14 წლის გელა ჯიბღაშვილს ისევ ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგულ მოზარდს, ამ დრომდე ეძებენ.
14 წლის გელა ჯიბღაშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად, სამართალდამცავები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.
გუშინ,3 აგვისტოს, ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში, მოზარდის დედა და დეიდაც გამოკითხეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეს მოზარდის სახლიდან დაუკითხავად წასვლის პირველი შემთხვევა არ არის. თუმცა, გელა ჯიბღაშვილი ამდენი ხნის განმავლობაში არცერთხელ გაუჩინარებულა.
ერთ- ერთი ვერსიით, ბიჭი თბილისში, დიდუბის მეტროსთან შეამჩნიეს.
შეგახსენებთ, გელა ჯიბღაშვილი სახლიდან 1 აგვისტოს, დილით გავიდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.