ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფო გახდა

ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატოს სრულუფლებიანი, 31-ე წევრი სახელმწიფო. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
“ფინეთი უკვე ნატოშია! გილოცავთ! ამიერიდან ალიანსში 31 ქვეყანაა. ძლიერი პარტნიორები არიან გარანტი პოლონეთის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის”, – წერს ტვიტერში პოლონეთის პრეზიდენტი.
“ნატოს შტაბ-ბინაზე პირველად აღვმართავთ ფინეთის დროშას. ეს იქნება კარგი დღე ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატოსთვის”, – უთხრა ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში. “ამის შედეგად ფინეთი უფრო უსაფრთხო იქნება”, – დასძინა მან.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის ნატოში გაწევრიანებას “ნაჩქარევი ნაბიჯი” უწოდა და განაცხადა, რომ მიღებული იქნება “როგორც სამხედრო-ტექნიკური, ისე სხვა ხასიათის საპასუხო ზომები“, რათა შემცირდეს ნატოში ფინეთის გაწევრიანების შედეგად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ აღმოცენებული საფრთხეები.
ამასთან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ხელის მოწერის ცერემონია NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.
თურქეთის პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ალიანსთან შეერთება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას გააუმჯობესებს.
ცოტა ხნის წინ ბრიუსელში დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ამის შემდეგ NATO-ს საგარეო მინისტერიალზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომას ფინეთი უკვე წევრის სტატუსით შეუერთდება.
ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დადგა. დღეს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ თქვა, რომ პუტინმა საკუთარი მიზნების საპირისპიროდ, მის საზღვრებთან მეტი NATO მიიღო.
ფინეთის წევრობა 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების შემდეგ NATO-ს პირველი გაფართოებაა.
ნორდიკული ქვეყნის ალიანსში დაჩქარებული წესით მიღება შედარებით შეანელა თურქეთმა, რომელიც ქურთული ჯგუფების მიმართ იარაღის ექსპორტის კუთხით ფინეთის მხარდაჭერისადმი შეშფოთებას გამოთქვამდა.
რაც შეეხება შვედეთს, რომელმაც NATO-ს წევრობის განაცხადი ფინეთთან ერთად გააკეთა, თურქეთი მას ანალოგიური მიზეზით ჯერჯერობით უარს ეუბნება.
თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ფინეთმა დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა და გასულ წელს 2 ქვეყანას შორის თურქეთის უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით მუშაობის შესახებ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა.
თურქეთის პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ალიანსთან შეერთება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას გააუმჯობესებს.
თურქეთი გახდა ბოლო ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება.
მანამდე, 27 მარტს ანალოგიური გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტმაც მიიღო.
რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ თურქეთი და უნგრეთი დასტურის შესახებ დოკუმენტებს ვაშინგტონში გაგზავნიან. საბოლოოდ იენს სტოლტენბერგი ფინეთს ოფიციალურად მიიწვევს, რომ ალიანსს შეუერთდეს.
ფინეთი, შესაძლოა, NATO-ს შეუერთდეს – რას ნიშნავს ნორდიკული ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება?
ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე NATO-ს წევრობის განაცხადი 2022 წლის მაისში გააკეთეს.
იმისთვის, რომ ქვეყნები ალიანსში მიიღონ საჭიროა 30-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა. თურქეთის პრეზიდენტმა ნორდიკული ქვეყნების ნაბიჯის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები “ტერორისტულ ჯგუფებს მფარველობდნენ” და თურქეთისთვის შეიარაღების ექსპორტი შეწყვიტეს.
ნორდიკული ქვეყნის ალიანსში დაჩქარებული წესით მიღება შედარებით შეანელა თურქეთმა, რომელიც ქურთული ჯგუფების მიმართ იარაღის ექსპორტის კუთხით ფინეთის მხარდაჭერისადმი შეშფოთებას გამოთქვამდა.
ფინეთის NATO-ში გაწევრიანების ფორმალური პროცედურა ოფიციალურად დასრულდა. ფინეთი ახლა უკვე ალიანსის წევრი 31-ე ქვეყანაა.
ბრიუსელში გამართული ცერემონიალის დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკა ჰავისტოს NATO-ს წევრი ყველა ქვეყნის მოწვევა გადასცა. თავის მხრივ კი ჰავისტომ სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების ხელმოწერილი დოკუმენტი ჩააბარა.
ფინეთის ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ფინეთის დროშაც აღიმართა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე.
პარალელურად, ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, NATO-ს დროშა აღიმართა ფინეთის დედაქალაქში, ჰელსინკში, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გაცხადებული მიზანი ჰქონდა – “მიეღო ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, მაგრამ ის ზუსტად საპირისპიროს იღებს“.
ცნობისთვის, ფინეთმა ნატოში შესვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. მანამდე ქვეყანა თითქმის 70 წლის განმავლობაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.
ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ, რუსეთი აცხადებს რომ დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სამხედრო პოტენციალს გააძლიერებენ.