მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ

მუსლიმური სამყარო დღეს რელიგიურ დღესასწაულს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს.

ბათუმში, ორთა ჯამეში მორწმუნე მუსლიმებმა ყურბან ბაირამის ლოცვა შეასრულეს. დღესასწაულის აღსანიშნავად, ყურბან ბაირამის ლოცვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ შეასრულა და მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა.

მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ აღარ იქნება ლოცვა ქვაფენილზე, ვინაიდან სახელმწიფოსთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, რომ პრობლემა მოგვარდეს და მეჩეთი აიგოს.

მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმაც მიულოცა. ერმაკოვის თქმით, მეჩეთის საკითხზე ბათუმის მერიაში აქტივობა არ შეინიშნება.

ლოცვის შემდეგ, მუსლიმები მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესასრულებლად მიდიან. რამდენიმე მუსლიმური ოჯახი პირუტყვს დაკლავს და საქონლის ხორცს გაანაწილებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button