მოზაიკასიახლეები

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ფინკა ბანკი მომხმარებელს ფულად გზავნილებზე აქციას სთავაზობს.

როგორც ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს გაანაღდებენ ან გააგზავნიან ფინკა ბანკის ოფისებიდან, მიიღებენ საჩუქარს – 500 ლარიან დეპოზიტს.

უფრო კონკრეტულად კი, ფინკა ბანკის ყველა სერვის ცენტრში მომხმარებელს გადაეცემა ფულადი გზავნილების სპეციალური ბარათი, სადაც აქციის დროს განაღდებულ ან გაგზავნილ ფულად გზავნილზე ჩაიკვრება სტიკერი. აქციის განმავლობაში მესამე და მეექვსე გზავნილზე მომხმარებელი მიიღებს ბრენდირებულ საჩუქარს. მათ კი, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტ გზავნილს მიიღებს ან გაანაღდებს ფინკა ბანკში, 500 ლარიანი დეპოზიტი გადაეცემა.

“მოხარულები ვართ, რომ საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, შეგვიძლია ფულად გზავნილებზე მომხმარებლებს მოსახერხებელი და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ჩვენს ყველა სერვის ცენტრში გზავნილის მიღება ან გაგზავნა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. ახლა კი სიახლე გვაქვს, დავიწყეთ წამახალისებელი აქცია და ერთგულ და ლოიალურ მომხმარებლებს საჩუქრებს გადავცემთ. გირჩებთ, რომ ჩაერთოთ გზავნილების აქციაში, მიიღოთ სპეციალური ბარათი და დაიწყოთ თქვენი გზავნილების ისტორიის დაგროვება ფინკა ბანკში”, – განაცხადა თამარ სოფრომაძემ, ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა.

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციას 20 გამაჯრვებული ეყოლება, ისინი 2019 წლის 10 იანვარს დასახელდებიან.

აღსანიშნავია, რომ ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქცია ქვეყნის შიდა ფულად გზავნილებზე არ ვრცელდება.

ფინკა ბანკი წელს საქართველოში საქმიანობის 20 წელს აღნიშნავს.

 

R

მსგავსი პოსტები

Back to top button