მნიშვნელოვანისაქართველო

ფინკა ბანკში Western Union-ის გზავნილებზე სპეციალური აქცია დაიწყო

ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო. 1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან გააგზავნის Western Union-ის გზავნილს ფინკა ბანკში, ჩაერთვება ფულადი გზავნილების დამატებით აქციაში.  

აქციის ყველაზე აქტიური 300 მომხმარებელი ფინკა ბანკისგან მიიღებს საჩუქარს – თერმო ჭიქას. აქციაში ჩასართავად საჭიროა ფინკა ბანკში Western Unionის გზავნილით  2 000$-ზე მეტი თანხის გაგზავნა ან მიღება 1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.

თამარ სოფრომაძე, ფინკა ბანკის საცალო მიმართულების ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ ფულად გზავნილებზე დამატებითი აქცია მომხმარებელს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

“აქციაში ჩართვა მარტივია, ამისთვის საჭიროა ფინკა ბანკში Western Union-ის გზავნილის მიღება ან გაგზავნა. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით და ყველაზე აქტიურ  300 მონაწილეს გადაეცემა საჩუქარი. აქცია მხოლოდ 2 თვეს გაგრძელდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, ჩაერთონ და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა”.  

აქციის გამარჯვებულები 15 აგვისტოს დასახელდებიან და მათი ვინაობა გამოქვეყნდება ფინკა ბანკის ვებგვერდზე www.FINCA.ge

პარალელურად, ფინკა ბანკში გრძელდება 2019 წლის ფულადი გზავნილების აქცია. აქციის ფარგლებში ყოველთვიურად 200 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს სპეციალური საჩუქარი გადაეცემა.   

R

მსგავსი პოსტები

Back to top button