ფიორენტინა მეოთხედფინალშია.დრამატული მატჩი ნეაპოლში

იტალიის თასის მერვედფინალში ნაპოლიმ ფიორენტინას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:5 დამარცხდა.
მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.ტაიმის დამატებით წუთებზე იისფერები კაცნაკლულნი დარჩნენ არასპორტული საქციელისთვის შეხვედრის არბიტრმა ფიორენტინას მეკარე ნართლომიე დრაგოვსკი მოედნიდან გააძევა.
ეს ერთადერთი წითელი ბარათი ნამდვილად არ ყოფილა შეხვედრის მანძილზე.მსაჯმა ახლა მასპინძელთა 2 ფეხბურთელი: ლოზანო და რუინი გააძევა და ნაპოლი 9 კაცით დატოვა.
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე სტუმრები 2:1-ს იგებდნენ,თუმცა 9 კაციანმა ნაპოლიმ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა.
დამატებით ტაიმებზე აშკარად ჩანდა,რომ მასპინძლები დაღლილნი იყვნენ და “იებს” აღარ გასჭირვებიათ ნახევარ საათში 3 გოლის გატანა.
კოპა იტალიის მეოთხედფინალში ფიორენტინას მეტოქე მილანი იქნება,რომელმაც თავის მხრივ ჯენოა 3:1 დაამარცხა