მოზაიკასიახლეები

ფიფქიას პროტოტიპი, მარჯ ჩემპიონი გარდაიცვალა

101 წლის ასაკში გარდაიცვალა დისნეის კლასიკური ანიმაციის მთავარი გმირის, ფიფქიას პროტოტიპი, მარჯ ჩემპიონი.

ჩემპიონი დაიბადა 1919 წელს უოლტ დისნეის ახლო მეგობრის, ბალეტის მოცეკვავის, ერნესტ ჩემპიონის ოჯახში. 14 წლის მარჯი ფიფქიას და 7 ჯუჯას გადასაღებ მოედანზე მოდელად მიიწვიეს, კაცებით დაკომპლექტებულ ანიმატორების გუნდს ქალი პერსონაჟების ხატვის მცირე გამოცდილება ჰქონდა, მხატვრებმა ჩემპიონის სხეულის მოძრაობები და ცეკვის სტილი მულტფილმში გადაიტანეს. ახალგაზრდა მოდელს დღეში 10 დოლარს უხდიდნენ.

“კაცი ანიმატორების ჯგუფი იყო, რომელსაც გოგოების და კაბებისა ბევრი არაფერი გაეგებოდათ”. – იხსენებს 1998 წლის ინტერვიუში ჩემპიონი.

მოგვიანებით ჩემპიონი პროფესიონალი მოცეკვავე გახდა და ათობით მიუზიკლში მიიღო მონაწილეობა, 1975 წელს კი ემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ქორეოგრაფის კატეგორიაში გაიმარჯვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button