მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლონური კომპანია MESKO S.A-ს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა შეხვდა.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის მნიშვნელობას, ასევე თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმებს რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

„მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. მოგვიანებით ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button