ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანში
გურჯაანში “ნაც. მოძრაობის” წევრებსა და “ოცნების” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ხმაური სპორტ-კონპლექსის დათვალიერების დროს დაიწყო. სიტყვიერი შელაპარაკება ახტალაზე გაგრძელდა. ადგილზე გურჯაანის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და ოპოზიციონერებს კომპლექსის დატოვებისკენ მოუწოდა.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” იქ ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდა. რაც შეეხება გამგეობის შენობას, გურჯაანის გამგეობაში მშვიდი ვითარებაა.
შენობაში ამ დრომდე რჩებიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები.