ფხენიანის ზოოპარკში ახალი ვარსკვლავი დასახლდა [Photo/video]

ფხენიანის ახლად რესტავრირებულ ზოოპარკში უჩვეულო ვარსკვლავი დასახლდა – მაიმუნი აზალეა, რომელიც დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწევა.

AP-ს ინფორმაციით, მდედრი შიმპანზე 19 წლისაა და სანთებელას გამოყენება თავისუფლად შეიძლია.

ზოოპარკის მუშაკები აცხადებენ, რომ აზალეა სიგარეტის ბოლს ღრმად არ ისუნთქავს და მის ფილტვებს არაფერი ემუქრება. შიმპანზეს მოწევა მისმა მწვრთნელმა ასწავლა. როცა აზალეას სანთებელა არ აქვს, მას ზოოპარკის დამთვალიერებლების მიერ ძირს დაგდებული ნამწვავიდანაც შეუძლია სიგარეტის მოკიდება.

მსგავსი სანახაობა მრავალ ქვეყანაში ცხოველთა დამცველების რისხვას დაიმსახურებდა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში აზალეას ოხუნჯობა მხოლოდ აღრფთოვანებას იწვევს.

როგორც ცნობილია, 2010 წელს ბლუმფონტეინის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ზოოპარკში მსოფლიოში ცნობილი მწეველი-პრიმატი, შიმპანზე ჩარლი მოკვდა. მან მოწევა მნახველების წაბაძვით ისწავლა. თავდაპირველად მაიმუნი უბრალოდ მოწევის იმიტაციას აკეთებდა, მაგრამ მოგვიანებით ადამიანებმა მის ვოლიერში სიგარეტებისა და სანთებლების შეგდება დაიწყეს. საზრიანმა ცხოველმა მოწევას მალევე აუღო ალღო და თამბაქოდამოკიდებული გახდა. მავნე ჩვევის მიუხედავად ჩარლიმ საკმაოდ დიდხანს იცოცხლა და 52 წლის ასაკში მოკვდა. აღსანიშნავია, რომ შიმპანზეების სიცოცხლის ხანგრძლივობა 36-40 წელს შეადგენს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44819″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button