სპორტი

ფლიკი ბუნდესნაკრებს 3 წლით ჩაიბარებს

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების დირექტორის, ოლივერ ბირჰოფის განცხადებით, ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრებს 3 წლით უხელმძღვანელებს.

„იქამდე, სანამ მიუნხენის ბაიერნმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული არ მოიპოვა, – ფლიკის მთავარ მწვრთნელობაზე დადასტურებით არაფერს ვამბობდი“,- აცხადებს ბირჰოფი.

რეკორდმაისტერის მოქმედი მთავარი მწვრთნელი ქვეყნის ნაკრების დამრიგებელი სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მიმდინარე წლის 11 ივნისამდე გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით გერმანელი სპეციალისტი ნაკრებში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, როდესაც “ბუნდესნაკრებმა” მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ფლიკი იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე იყო.

ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2006 წლიდან მუშაობს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button