მნიშვნელოვანისიახლეები

მესამე პრეზიდენტისთვის შიმშილობის კიდევ ერხელ დაწყებას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს

შიმშილობის ხელახლა ათვლა დაიწყო

მედიკოსების შეფასებით, მესამე პრეზიდენტისთვის შიმშილობის კიდევ ერხელ დაწყებას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს. მათი თქმით, მაღალია ინვალიდიზაციის რისკი.

ექსპერტები ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომამდე მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა დაწესებულებამ და იუსტიციის სამინისტრომ მიიყვანეს, ვინაიდან მისი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და მას სათანადო სამედიცინო მკურნალობის საშუალებაც არ ეძლევა.

ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბოს, რომ მიხეილ სააკაშვილს ორი სერიოზული რისკი აქვს – 100%-იანი რისკი ინვალიდიზაციის, მეორე – სიკვდილის.

ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, გიორგი გრიგოლიას შეფასებით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ფატალური გადაწყვეტილება იყოს.

შეგახსენეთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. ის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას ითხოვს.

შიმშილობის ხელახლა ათვლა დაიწყო – მიხეილ სააკაშვილი ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და მასთან ჰოლანდიელი და უკრაინელი ექიმების დაშვებას ითხოვს.

როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად საყურადღებო გახდა და ყოველი დღე კიდევ უფრო რთული იქნება. ადვოკატი პენიტენციური სამსახურის და სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამის პასუხებს მოითხოვს.

“მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, მისი მდგომარეობა აქამდეც ძალიან საყურადღებო იყო და ვიცით, რომ ადეკვატური მკურნალობა არ გაეწეოდა და ახლა ყოველი დღე კიდევ უფრო რთული იქნება და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხები პენიტენციური სამსახურის მხრიდან, სამედიცინო პერსონალის მხრიდან და ა.შ.” – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მარიამ ჯიშკარიანის ოთარ თოიძის გიორგი გრიგოლიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button