
ფლორიდის შტატის ქალაქ ფროსტპრუფის ხელისუფლებამ თებერვლის პირველი კვირა დონალდ ტრამპის კვირად გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა აღნიშნულ ქალაქში ამომრჩეველთა ხმების 76.43% მიიღო.
ადგილობრივი ხელისუფლების პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ქვეყანაში მილიონობით სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე იყო.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი საცხოვრებლად ფლორიდის შტატში გადავიდა.