ფონიჭალაში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს ფონიჭალაში მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსთავის გზატკეცილის 127 ნომერში ერთსართულიანი სახლი და მეზობლად მდებარე ორი სახლის სახურავი დაიწვა. გარდაცვლილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თბილისის მერი და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი. მათი განცხადებით დაზარალებულებს დროებით სასტუმროში განათავსებენ და დახმარებას გაუწევენ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button