მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძეს მხარი იურიდიული კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული – გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი. კენჭისყრა ორჯერ გაიმართა.
გედევან ფოფხაძემ პირველ ჯერზე კომიტეტის წევრთა 6 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5, რუსლან პოღოსიანმა კი 1.
ხმათა ასეთი გადანაწილების გამო, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კენჭისყრაზე მეორედ დააყენა ლევან გოგიჩაიშვილისა და გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი.