სპორტი

ფორმულა 1-ის ჩემპიონი გარდაიცვალა

70 წლის ასაკში ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა.

ნიკი ლაუდს, 2018 წელს, ზაფხულში, მძიმედ გადატანილი გრიპის ვირუსის შემდეგ პნევმონია განუვითარდა, საბოლოოდ კი ფილტვების გადანერგვა დასჭირდა.

ავტომრბოლელმა მსოფლიო ჩემპიონატი 1975, 1977 წლებში ფერარისთან და 1984 წელს მაკლარენთან ერთად მოიგო. აგრეთვე, მან ავიაკომპანია „ლაუდა ეარ“-ი დაარსა.

მსგავსი პოსტები

Back to top button