სიახლეები
ფოთის დევნილთა დასახლებაში დაკავებულ დედას 5 წლის ბიჭი ჰყავს

მალთაყვის დევნილთა ახალი რაიონის მაცხოვრებლების თქმით,ქალი რომელიც ფოთის პოლიციის განყოფილებაში იკითხება,5 წლის ბიჭი და მეუღლე ჰყავს.
“ახლა გავიგეთ,რომ წუხელ გადაიყვანეს დაკითხვაზე.სადღაც ერთი წელია ამ კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობენ. საკანალიზაციო მილი რომ გაიჭედა თვითონ გამოიძახეს სამაშველო სამსახური….მაშველებმა კი ჩვილის ცხედარი იპოვეს,რა მოხდა არავინ იცის. მერე მოვიდა პოლიცია,ჩაატარეს ექსპერტიზა ადგილზე,ჩვენ არ შევსულვართ მათთან. ეს ბოლო კორპუსია ამ დასახლების მე-16-ეა.“,-ამბობენ კორპუსის მაცხოვრებლები რადიო თბილისთან.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით დაიწყო.
ფოთში პოლიციამ დედა დააკავა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა