“გაზპრომი” და “სოკარი” საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ

კომპანიები “გაზპრომი” და “სოკარი” საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ. სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული “ჰაქინ.აზი” აქვეყნებს.

სწორედ ასეთ კონტექსტში განიხილავს გამოცემა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ცუდი არ იქნება, თუ საქართველო რუსეთიდან გაზის მეტ რესურსს მიიღებს.

ამასთან, აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი სწორედ რომ აზერბაიჯანია, აზერბაიჯანული გაზის საფასური საქართველოსთვის გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე რუსული გაზის საფასური სომხეთისთვის.

აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ “გაზპრომის” 1%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.

“გაზპრომის” წარმომადგენელსა და კახა კალაძეს შორის უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ეს ინფორმაცია ““ გაზპრომში დაადასტურეს.

რუსეთის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებები ვიცეპრემიერ კალაძესა და “გაზპრომს” შორის სწორედ გაზმომარაგების საკითხებს შეეხება. საუბარია სომხეთისთვის ტრანზიტის გაზრდაზე და ქართული კომერციული ორგანიზაციებისთვის რუსული გაზის შეძენის უფლებაზე.

“ჩვენ წლებია ვიღებთ ბუნებრივ აირს რუსეთიდან, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა მინისტრმა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button