მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ფოთის კოვიდჰოსპიტალში 85 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა

ფოთის კოვიდჰოსპიტალში  85 წლის მამაკაცი კორონავისრუსისგან სრულად განიკურნა, პაციენტი სენაკიდან 6 ნოემბერს გადაიყვანეს. მას ცხელება,სუნთქვის გაძნელება და ხველა აღენიშნებოდა.

შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევით პაციენტს  ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამჯერად, როგორც თავად ამბობს, ექიმების ძალისხმევით კოვიდი დაამარცხა და თავს კარგად გრძნობს.

“ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, სიცხე არ მაქვს, თავისუფლად დავდივარ, მაშინ კი მიჭირდა მოძრაობა, მაღალი ტემპერატურა მქონდა, სუნთქვა მიჭირდა. ექიმებმა, ყველაფერი გამიკეთეს, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ამისთვის მადლობას ვუხდი მათ. პაციენტებს დიდ პატივს სცმენ, თავის დროზე აქვთ ყველაფერი. ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ ექიმების რჩევები, ზოგიერთი ჯიუტია, არაფერი არ მაქვსო იძახიან, მაგრამ ახლა ისეთი დროა, ყველაფერია მოსალოდნელი“ – ამბობს გამოჯანმრთელებული პაციენტი ჟორა ფარცვანია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის კიდევ 355  შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button