რეგიონისაქართველოსიახლეები

ფოთის მერია 120 კუბოს შეიძენს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 120 კუბოს შესაძენად 28 ათასამდე ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია კუბოებს ფოთში მცხოვრები „მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი“ მოქალაქეებისთვის ყიდულობს.

„მიმწოდებელი ვალდებული საჭიროების შემთხვევაში კუბოს (ჩასასვენებელი) მოწოდება განახორციელოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება თავისი ხარჯებით“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

ტედნერში გამარჯვებულთან, რომელმაც ფასის ყველაზე ნაკლები ბიჯი 25 ათასი ლარი დააფიქსირა, ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button