მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ფოთის ნავმისადგომთან გემმა ზღვა დააბინძურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა.

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 1045 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button